ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ჰეზბოლამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ირანთან მიმდინარე კონფლიქტში არ ჩაერთოს.
კაცის თქმით, ისრაელს მოთმინება ეწურება იმ "ტერორისტების" მიმართ, რომლებიც მას ემუქრებიან.
მანამდე, 19 ივნისს, ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა, რომ დაჯგუფება ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.
ყასემმა ირანზე მიტანილი იერიშები "სასტიკ ისრაელურ-ამერიკულ აგრესიად" შეაფასა.
სააგენტო Reuters-თან საუბარში ჰეზბოლას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ომში ჩართვის დაპირება არ გაუციათ და ისრაელზე თავდასხმას არ გეგმავენ.
13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.





