Iran International-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანის უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის, აპარატის უფროსის მოადგილე, ალი ასღარ ჰეჯაზი რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ირანიდან საკუთარი თავისა და ოჯახის შესაძლო ევაკუაცია უზრუნველყოს, თუკი ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
მედიის მიხედვით, ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანი ჰეჯაზის დაპირდა, რომ ესკალაციის შემთხვევაში მოსკოვი მისთვის უსაფრთხო კორიდორის საშუალებით ევაკუაციას შეძლებს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ცნობებით, სხვა ირანელმა თანამდებობის პირებმაც მიიღეს მსგავსი შემოთავაზებები, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაასრულა ევაკუაციის მარშრუტის დაგეგმვა.





