ირანი-რუსეთი

ირანმა და რუსეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება დადეს

AFP

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, ТАСС და ირანული სამთავრობო მედია IRNA News ავრცელებს.

სამთავრობო მედიების ცნობით, ხელმოწერის ღონისძიება კრემლში ჩატარდა.

ხელშეკრულება ირანსა და რუსეთს შორის ორხმრივი ურთიერთობების გაფართოებას ეხება. 

ТАСС ირანისა და რუსეთის თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმება ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის თავდაცვას, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სასოფლო მეურნეობას, ტერორიზმთან ბრძოლას, კულტურას, მეცნიერებსა და ტექნოლოგიას.

მანამდე, კრემლი ავრცელებდა ცნობას,რომ ირანსა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობაზე ხელშეკრულებას დადებდნენ,

ორივე რეჟიმს, რუსეთსაც და ირანსაც დასავლეთმა ბოლო ხანების განმავლობაში მძიმე სანქციები დაუწესა, მათ შორის, ისეთი კრიტიკული მნიშვნელობისთვის ინდუსტრიებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა და საბანკო და საფინანსო სისტემები. 

პუტინმა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გასული წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კორეასთანაც მოაწერა ხელი. 

კომენტარები