ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აღძრული საქმის განხილვა მოსამართლე დავით თეთრაშვილმა 20 ივნისის 15:00 საათამდე გადადო.
საუბარია რეჟიმის საჩივრებზე, სადაც შსს მოქალაქეებს Facebook-პოსტების გამო, ქართული ოცნების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებს.
ქაცარავა და მისი ადვოკატი სასამართლოში პროცესზე არ გამოცხადებულან. სწორედ აღნიშნული საფუძვლით გადადო მოსამართლემ საქმის განხილვა.
გარდა ამისა დღეს ასევე გადაიდო იგივე საფუძვლით ჩანიშნული საჩივრების განხილვები ელენე ხოშტარიას, ვახო სანაიას, ანა სუბელიანისა და ბაია პატარაიას წინააღმდეგ.
ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში 15-მდე პირის პროცესი ჩაინიშნა.





