რუსული რეჟიმი

FB პოსტების გამო ჩანიშნული სუბელიანისა და ხოშტარიას სასამართლო სხდომები გადაიდო

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის სასამართლო პროცესები, რომლებიც მათ მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტებს შეეხებოდა, გადაიდო. მათი სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული.

ანა სუბელიანი წერს, რომ სხდომის გადადება მან თავად მოითხოვა, რაზეც სასამართლო დათანხმდა.

"ადვოკატმა მირჩია, რომ პროცესზე მაინც მონაწილეობა სჯობდა, თუმცა დღეს ნამდვილად არ შემეძლო, არ მიწყობს ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი ხელს, რომ ასეთ ფორს-მაჟორში ვიცხოვრო, მით უმეტეს, რომ ამას სრულიად ხელოვნურად მიკეთებენ სხდომის გადადება ვცადეთ და დაგვთანხმდნენ. პროცესი 17 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება. არ ვიცი, რამდენად აქვს აზრი, მაგრამ ამ ამბის ჩემს გრაფიკში მშვიდად ჩასმას მაინც შევძლებ, მივალ და ნერვებს მაინც მოვუშლი სისტემის მონებს.

პ.ს. ნინო წილოსანის გამოკითხვაც მოვითხოვეთ, მოვიდეს და აუხსნას სასამართლოს, რამდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი". - წერს სუბელიანი Facebook-ზე.

პროცესზე არც ელენე ხოშტარია გამოცხადებულა. მისი სხდომა 16 ივნისს ჩაინიშნა.

ანა სუბელიანს ივანიშვილის დეპუტატისთვის, ნინო წილოსანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. ის სასამართლოში იმ Facebook პოსტისთვის დაიბარეს, სადაც მან წილოსანს "ნაძირალა არაქალი" უწოდა.

ელენე ხოშტარიამაც Facebook-ზე დაწერა, რომ სასამართლოში ისიც დაიბარეს.

"დაჟინებით მირეკავენ სასამართლოდან, ვუშვებ ნინო წილოსანთან და მარიამ ლაშხთან, ნეტა თუ მიხვდნენ სად გავუშვი?

ყ*ეებო". - დაწერა ხოშტარიამ.

ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში 15-მდე პირის პროცესი ჩაინიშნა.

კომენტარები