ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

სულხანიშვილი, სირაძე, გვარაკიძე – კობახიძემ შსს-ს მაღალჩინოსნებს წოდებები მიანიჭა

სულხან თამაზაშვილი / ვაჟა სირაძე / გიორგი გვარაკიძე

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ შს მინისტრ სულხან თამაზაშვილს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა.

ამასთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს  გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება, ხოლო გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭათ.

სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს.

კომენტარები