"ბრიტანეთის ელჩი აფინანსებდა ჩერგოლეიშვილს, ტაბულას, პირდაპირ არის ინტერესი, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩაიშალოს და მონაწილეობა არ მიიღოს". - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ IMEDI LIVE-ის ეთერში.
ზარქუამ თქვა, რომ უნდა ბრიტანეთის ელჩს ჰკითხოს რატომ ფიქრობს, რომ "ქართველი ხალხი შტერები ვართ".
"დააკვირდით ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, აფინანსებდა ვის - აფინანსებდა ჩერგოლეიშვილს, ტაბულას, პირდაპირ არის ინტერესი, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩაიშალოს და მონაწილეობა არ მიიღოს. მეორე ორგანიზაცია არის საია, 400 ათასი ლარით აფინანსებდა საიას, რომელიც იყო გამოსული, არალეგიტიმურ პარლამენტს გვეძახის. მესამე არის გია ჯაფარიძე, ნაცმოძრაობის 5 ნომერი, წარმოიდგინეთ როგორი მამალი ნაცი არის და ამ ხალხს უნდა დაედო დასკვნა - ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა თუ არ ჩატარდა სტანდარტის შესაბამისად და ამას აფინანსებდა, თავისი ჭკუით, ბრიტანეთის ელჩი. კითხვა მინდა დავუსვა - რატომ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი შტერები ვართ? კარგად ვნახეთ თქვენ და ევროკავშირის ელჩი რას ემსახურებოდით და ჩართულია გერმანიის ელჩიც". - თქვა ზარქუამ.
ცნობისთვის, 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.
საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".





