თუ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიცია, ერთიანი ძალებით არ ვიბრძოლებთ და უბრძოლველად გავატანთ მოგებულ ქალაქებს, რომლებიც მოგებული გვაქვს აგერ 6 თვის წინ, ეს არის თბილისი, რუსთავი და ხუთ ქალაქში ვერ აიღო ქართულმა ოცნებამ იმდენი ხმა, რომ ის ქალაქები მოეგოთ. შესაბამისად, ჩვენ გვექნება სურათი, რომ ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს. ჩამოიყვანს დამკვირვებლებს და იტყვის: ნახეთ როგორი არჩევნები ჩავატარე? ეყოლება ოპოზიცია? რა თქმა უნდა ეყოლება. როგორც მე დღეს დამიბარა "ცრუ ოპოზიციით" შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ. თავის ამომრჩეველს და გადაუწყვეტელ ხალხს ეტყვის, რომ აგერ არის ოპოზიცია.
თვითმმართველობის არჩევნები 2025
ხაზარაძე: თუ არ გავალთ არჩევნებზე, ივანიშვილი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს
tbl.ge/77w0
დაკოპირდა

ამბობს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტვ პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე: ოცნების ამოცანა იყო, ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვეღო
- პაპუაშვილი: ის, ვინც არჩევნებზე უარს ამბობს, ექსტრემისტი და რადიკალია
- ეუთოს 37 ქვეყანა: არჩევნები პოლარიზაციის, ზრდადი რეპრესიებისა და დაკავებების ფონზე ჩატარდება
- კუპრაძე შეწყალებაზე: ФСБ-ს დავალებით შემოიტანეს ახალი პოლიტიკური დაპირისპირების გასაჩენად
- კობახიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძე ადრე ხალხს ასახლებდნენ, ახლა ჩვენ გამოვასახლეთ ციხიდან




