თვითმმართველობის არჩევნები 2025

პაპუაშვილი: ის, ვინც არჩევნებზე უარს ამბობს, ექსტრემისტი და რადიკალია

დემოკრატია გულისხმობს არჩევნებს და მასში მონაწილეობას და ხელისუფლებაში მოსვლის, შეცვლის ერთადერთი გზა სწორედ არჩევნებია. ის, ვინც არჩევნებზე უარს ამბობს, დეფინიციითვე ექსტრემისტი და რადიკალია [...] ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ არც თავად იღებენ მონაწილეობას და სხვასაც ხელს შეუშლიან, შიდა ტერორისტები არიან, რომელთაც სურთ, რომ მოქალაქეებს ხმის უფლება წაართვან [...]

მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი გამოვიდეს და ყველა იმ უცხოელს, რომელიც დღეს საქართველოს თავს ესხმის, კიდევ ერთხელ დაანახოს, საქართველო სად დგას - რომ საქართველო არ არის იმ ორკების ჯგუფი, რომელიც ღამღამობით გამწვავებით დაიარება ქუჩაში.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე. 

კომენტარები