პირდაპირ ვხედავთ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შევსულუყავით მუნიციპალურ არჩევნებში. ცხადია, რომ ქართველი ხალხისთვის უკეთესი არ იქნებოდა, რომ კალაძეს პირობითად 70% კი არა, 80% აეღო, რატომ იქნებოდა თბილისელებისთვის ეს უკეთესი, ვინმემ უნდა ამიხსნას, ხომ? ის, რომ ამით ლეგიტიმაცია შეიძინა. არა, პირიქით, ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ქართული ოცნების ამოცანა იყო, ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვეღო. ეს ხომ ნათელი იყო. ჩვენ სატუსაღოში ჩაგვსვეს სწორედ იმ მომენტში, როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით იმისთვის, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გვყოლოდა.
შეხვდრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან ამასთან დაკავშირებით, მე მგონი საინტერესო საუბარი გვქონდა. გვქონდა შეხვედრა ელენე ხოშტარიასთანაც. მას, რა თქმა უნდა, იმ მომენტში, როდესაც ეს აზრი გავუზიარეთ, არ ჰქონდა მზაობა რომ მხარი დაეჭირა, მაგრამ ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენ ვცდილობდით, გვყოლოდა ერთიანი კანდიდატი ოპოზიციის და ყველა ძირითად ოპოზიური პარტიას მხარი დაეჭირა ამ კანდიდატისთვის. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა გაერთიანებული ოპოზიციის შესანიშნავი კანდიდატი - თანხმობა მას ასე მკაფიოდ არ უთქვამს, მაგრამ ჩვენ მასთან საუბარი გვქონდა და ჩემი აზრით, ის დაინტერესდა ამ შესაძლებლობის განხილვით, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ყველა ოპოზიციური პარტია დაუჭერდა მხარს. მაგრამ, მაგ დროს ჩაგვსვეს სატუსაღოში და შემდეგ იყო ოპოზიციის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ამ თემაზე და იქ ეს იდეა იქნა, სამწუხაროდ, დაზიანებული და ჩვენ ვერ შევძელით დავხმარებოდით სატუსაღოდან.





