პირველი: ტყუილია, რომ ეს მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაა, ეს არის ტყუილი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ФСБ-ს დავალებით შემოიტანეს პოლიტიკურ ველზე, ახალი პოლიტიკური დაპირისპირების გასაჩენად.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა იწერება რუსულ სპეცსამსახურებში, რასაც ივანიშვილი და მისი დამქაშები ხან ე.წ. პრეზიდენტები, ხან ე.წ. პრემიერმინისტრები, სუს-ის ახალი ხელმძღვანელები და ა.შ. გამოაგდებენ ხოლმე. ხან რევოლუციაზე საუბრობენ, ხან სახელმწიფო გადატრიალებაზე, სისულელეა სრული - ФСБ-ს სცენარები, რომლითაც ივანიშვილი მოქმედებს და რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგება ხოლმე რიგი კომენტატორები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები თუ ა.შ.
ამიტომ, იმაზე უნდა ვიფიქროთ თუ რას ცდილობს ყოველი ნაბიჯით ივანიშვილი და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ გავიაზროთ ეს ყველაფერი. ყველაფერი ბრმად და პირდაპირ მოწოდებულად, როგორც გთავაზობს, რომ აბა, მიდი, ეს არის სალაფავი და მოდი ახლა ვჭამოთ ეს ყველაფერი, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს?! ეს არ უნდა გავაკეთოთ, ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ, ივანიშვილი სწორედ ამით გვჯობნის, როცა ამ დაპირისპირებებს თესავს მუდმივად.
ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო, სანამ დააკავებდნენ მამუკას და ბადრის, ხომ გახსოვთ ჩვენი ეთერები, სადაც ვამბობდით რომ არჩევნებში მონაწილეობის ნაწილი და ეს ველიც არის ასევე მნიშვნელოვანი, როგორც ქუჩა და მათ შორის, კომპრომისებისთვისაც მზად ვიყავით და ეს კომპრომისებიც გავწიეთ, არაერთი.





