სირიაში აშშ-ს პრეზიდენტის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის, თომას ბარაკის თქმით, აშშ-მ სირიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირება დაიწყო, ხოლო სამხედრო ბაზების რიცხვი საბოლოოდ ერთამდე შემცირდება.
"ჩვენ 8 ბაზიდან 3-მდე დავედით. საბოლოოდ, ერთამდე დავალთ". - თქვა თომას ბარაკმა თურქულ ტელევიზია NTV-სთან ინტერვიუში. ბარაკი თურქეთში აშშ-ს ელჩის პოზიციასაც იკავებს.
ბარაკის კომენტარის პარალელურად, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ აშშ-მ სირიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცებიდან ბოლო კვირების განმავლობაში 500 უკან გაიწვია.
ინფორმაციას Fox News-ის კორესპონდენტი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სამი ამერიკული ბაზა ან სირიის დემოკრატიულ ძალებს გადაეცა (SDF) ან დაიხურა. ეს მოიცავს Green Village-ს, რომელიც დაიხურა და Euphrates-ს, რომელიც SDF-ს გადაეცა. ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს მესამე, შედარებით პატარა ავანპოსტიც". - წერს Fox News-ის უფროსი კორესპონდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯენიფერ გრიფინი.





