MEGOBARI აქტი

სარჯველაძე MEGOBARI აქტზე: უსამართლო, უსარგებლო აქტია

შეიძლება, ამ აქტს ყველაფერი დაარქვა, მეგობრულის გარდა [...] ეს არც მეგობრულია და არც იმაზეა ორიენტირებული, რომ ან საქართველოს და ან აშშ-ის ინტერესებს რამენაირად დაეხმაროს [...] ერთადერთი, ვისთვისაც შეიძლება, რომ ეს რაიმე ფორმით სასარგებლო იყოს, ან ასეთ შთაბეჭდილებას ქმნიდეს, არის ქართული ოპოზიცია. მეტი ფუნქცია "მეგობარ" აქტს რეალურად არ გააჩნია [...]

მეც იმ ადამიანების რიგებს შევუერთდები, რომლებიც უფრო დადებითი მოლოდინით არიან, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ეს მაინც ვერ გახდება საკანონმდებლო, ძალამოსილი აქტი, რომელსაც რეალურად შეუძლია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დააზიანოს. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად უსამართლო, უსარგებლო აქტი - მას არც საქართველოსთვის და არც აშშ-სთვის რაიმე სიკეთის მოტანა არ შეუძლია. 

თქვა ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა

კომენტარები