MEGOBARI აქტი

სალია MEGOBARI აქტზე: იმედია, სენატი უკეთ დაინახავს, რაა მნიშვნელოვანი ურთიერთობებისთვის

ერთადერთი ეს აქტი შესაძლოა მეგობრული იყოს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ძალების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში.

სამწუხაროა, რომ ეს აქტი, რომელიც მიღებულია დღეს კონგრესის მიერ ეფუძნება არსებითად მცდარ ფაქტობრივ გარემოებებს. თუნდაც ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ უარი უთხრა ამერიკელ ინვესტორებს - არ არსებობს ბუნებაში დოკუმენტი ან სანდო წყარო, რომელიც დაადასტურებდა ამგვარ ცილისმწამებლურ განცხადებას და, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი გადაუმოწმებელი, დაუსაბუთებელი, მანიპულირებული ფაქტები გახდა საფუძველი, იმისათვის, რომ რომ მსგავსი აქტი მიეღო კონგრესს.

თუმცა წინ არის განხილვები სენატში, წინ არის პრეზიდენტის ხელმოწერა. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ სენატი უკეთესად გაერკვევა საქართველოში არსებულ ვითარებაში, უკეთესად დაინახავს, თუ რა არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და, შესაბამისად, ამ აქტს გაგრძელება აღარ ექნება.

ამბობს ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია MEGOBARI აქტზე.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

კომენტარები