MEGOBARI აქტი

კირცხალია MEGOBARI აქტზე: თვითონ სათაურიც შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვის

კოშმარია ის ძალა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, საიდანაც იმართებიან ეს ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიით მოსაუბრე, პირდაპირ დიქტატის დამმყარებელი ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები. რაც შეეხება MEGOBARI აქტს, თვითონ სათაურიც შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ამ აქტის ისტორიას, თუ საიდან შეიქმნა, რომელი კომისიები გაიარა, ვინ იყო წარმომადგენელი საქართველოდან, ე.წ. დამსმენი თავის ქვეყნის წინააღმდეგ. [...] ვნახეთ, რომ რაღაც ეტაპამდე მივიდა ეს ყველაფერი, დაველოდოთ რა განვითარება მოჰყვება - სენატია წინ, შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. შევხედოთ იმ გაცხადებულ პოლიტიკას როგორ მიყვება და რა ძალისხმევით მიყვება აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია.

თქვა ივანიშივლის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ.

5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები