"ჩვენთვის ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს ეს ე.წ. აქტი, თან იმ ხალხმა დაუჭირა მხარ, ვინც თავის დროზე ტრამპის დაჭერას და ჩამოგდებას [...] აპირებდნენ და ეს ხალხი ჩვენთან გვინდოდა? - არა, ბუნებრივია.
ტრამპს ნამდვილად არ სჭირდება დამატებითი აქტები, რომ რომელიმე ჩვენი ლიდერი დაასანქციროს. არ სჭირდება ეს, ჩემო მეგობრებო. ეს არის ჩვეულებრივი შეთითხნილი და გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული, გარკვეული დემოკრატების მთელი არმიაა, 300-მდე კაცია და რესპუბლიკელების ნაწილი, რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა, ეს ხალხი ახლა ჩვენ დაგვინდობდა?!
ჩვენი ამერიკულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება მიდის. გახსოვთ, ლუციფერის რომ ჰგავს მილერი, დღე არ გავიდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გაეშავებინა, სანქცია და რაღაც სიგიჟეებს იძახდა. დამთავრდა ეს. ჩასული იყო ჩვენი დელეგაცია.
MEGOBARI აქტი
ზარქუა MEGOBARI აქტზე: ტრამპს არ სჭირდება აქტები, რომ რომელიმე ჩვენი ლიდერი დაასანქციროს





