MEGOBARI აქტი

მახაშვილი MEGOBARI აქტზე: იმედია, ტრამპი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას

აღნიშნული ე.წ. მეგობრობის აქტი, რა თქმა უნდა, ყველაფერია გარდა მეგობრობისა. ჩვენ ეს ვახსენეთ არაერთხელ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით.

და თუ ეს, თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, იგი მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ესე ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რამდენიმე ეტაპი არის დარჩენილი კიდევ ბოლომდე, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამარცხოს ე.წ. დიფ სთეითი.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი MEGOBARI აქტზე.

კომენტარები