საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია ტაბულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
იუსტიციის ახალ მინისტრად კი ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს პაატა სალია დანიშნა.
"განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში". - თქვა კობახიძემ.
ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, რომელსაც 2020 წლიდან იკავებდა, 30 მარტს ამოიწურა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ 5 წლის ვადით რევაზ ნადარაია აირჩიეს.
ცნობისთვის, 15 აპრილს ლიტვამ ივანიშვილის რეჟიმის 102 სანქცირებული წარმომადგენლის გვარი გაასაჯაროვა, რომელთა შორის არის მერაბ ტურავაც.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



