საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ტურავას, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.
17 აპრილს მიღებული განკარგულების მიხედვით, ტურავას სახელმწიფო დაცვა გაუგრძელდება "შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად".

ცნობისთვის, ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 30 მარტს ამოიწურა.
15 აპრილს ლიტვამ ივანიშვილის რეჟიმის 102 სანქცირებული წარმომადგენლის გვარი გაასაჯაროვა, რომელთა შორის არის მერაბ ტურავაც.