"ახლა უკვე დროა კერძო სექტორში ვიმუშავო, ეს იყო მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფერი" - განმარტავს ირაკლი ხმალაძე TV პირველთან საუბრისას.
ირაკლი ხმალაძე, რომელიც მაისში ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ირაკლი კობახიძის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა.
“სახელმწიფო სტრუქტურებში ვიმუშავე უკვე ოცი წელი, ზუსტად ოცი წელი შემისრულდა ცოტა მეტი და ვფიქრობ, საკმარისია, მათ შორის, ამ ოცი წლის მანძილზე მაღალ თანამდებობებზე მაქვს ნამუშევარი," - ასე ხსნის ხმალაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზს.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა დაკითხული საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე დასძენს, რომ დეკლარაციის შევსებისას ისეთი დარღვევა არ ჰქონია, რომელიც შესაძლოა კითხვების საფუძველი გამხდარიყო.
"ყოველწელს ამოწმებდა ჩემს დეკლარაციას ანტიკორუფციული სამსახური, ყოფილა შემთხვევა, რომ უზუსტობის გამო დავჯარიმებულვარ, მაგრამ არ მქონია ისეთი დარღვევა დეკლარაციის შევსების დროს, რომელიც შეიძლება კითხვების საფუძველი ყოფილიყო."





