პროკურატურა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიან გირაოს მოითხოვს.
"ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილია ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, გირაოს თანხად ვითხოვთ 50 000 ლარს". - უთხრა პროკურორმა ტვ პირველის ჟურნალისტს.
ცნობისთვის, ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლით პირველ აპრილს წარუდგინა.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის პროკურატურას გადაცემული აქვს ასევე ბადრი ჯაფარიძის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები.





