პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ხაზარაძის თქმით, განაჩენის გამოტანის დროს, შესაძლოა სხდომას არ დაესწროს.
"დავტოვე სასამართლო, ამ სასამართლოში მე არანაირი საქმე არ მაქვს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ არის ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი, რადგან არის რაღაც ზღვარი, რის მერეც უნდა თქვა, რომ "მე ამ სპექტაკლში, ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ", საკმარისად გაიგო საზოგადოებამ, ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომ ვიარე ამდენი ხანი.
[განაჩენის გამოტანის დროს] ალბათ, არ ვიქნები". - თქვა ხაზარაძე.
ხაზარაძე სხდომის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა და სასამართლო კომისიის წევრების, მათ შორის, თეა წულუკიანის, სხდომაზე არმიწვევის გამო გააკრიტიკა.
ცნობისთვის, ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი ივანიშვილის წარმომადგენლის, წულუკიანის "საგამოძიებო კომისიაზე" გამოუცხადებლობის მუხლით პირველ აპრილს წარუდგინა.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ბრალი აქვს წარდგენილი პარტია ლელოს წევრ ბადრი ჯაფარიძესაც.
ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელიც პოლიტიკოსმა გადაიხადა.





