კომისიამ სახელი დაირქვა 2003-2012 წლის თანამდებობის პირების საგამოძიებო კომისიაო, არავითარი თანამდებობა მე მაშინ არ მქონია. [...] ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა, ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაზე, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს, არანაირი თანამდებობა არ მქონია მაგ პერიოდში და შესაბამისად, არანაირი კავშირი არ მქონია იმ ქმედებებზე, ცხადია, ეს იყო ერთადერთი მიზნით გაკეთებული: ჩემი დისკრედიტაციის, პოლიტიკური დევნის განხორციელების მიზნით.
ეს არ არის პირველი, მანამდე მოიგონეს ე.წ. ფულის გათეთრების საქმე. ახლაც ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ამიტომ, ვფიქრობ, თქვენ, შესაძლებელია, შეწყვიტოთ ეს, რადგან ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონთან, არც სამართლიანობასთან, არც საგამოძიებო კომისიასთან, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. გარდა იმისა, ეს მოსაწვევი, მთელი რიგი მოთხოვნების დარღვევებით იქნა შედგენილი, მე არ მიმიღია და ის სიგნალის შეტყობინება მე არ გამიხსნია, რადგან არ ვხსნი უცხო ადამიანებისგან მიღებულ შეტყობინებებს.. ამიტომ უკანონო კომისიის მიერ უკანონო მოწვევა არ მიმიღია. რომ მიმეღო, რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებდი ჩემი რწმენით, რომ ეს კომისია არის უკანონო და ეს მოწვევა არის უკანონო, მაგრამ მე ეს მოწვევა არ მიმიღა და მე მას არ გავცნობივარ.





