წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ხაზარაძე: ეს თუ ცალ კარში ფეხბურთია, მითხარით და აღარ მოვალ, ისე გამოიტანეთ განაჩენი

დავდივარ არა იმის გამო, რომ ვენდობი ამ სასამართლოს. ამ სისტემას არ ვენდობი, [...] თქვენ შეიძლება მომისაჯოთ 1 წელი, რასაც ითვალისწინებს ეს მუხლი და ამ დროს პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაული მოხდა, ხაზარაძე რაღაცას არ დაემორჩილა და ამ დროს მეორე მხარე დაკითხვაზეც არ მოგყავთ, რომ კითხოთ რა დავაშავე ამისთანა, რის საფუძველზე არ მივედი, მქონდა თუ არა არგუმენტი - ეს რა დამოკიდებულებაა? ეს თუ ცალ კარში ფეხბურთია, მითხარით და საერთოდ აღარ მოვალ ამ სასამართლოზე და მიიღეთ რა გადაწყვეტილებაც გინდათ. აქ იმიტომ კი არ დავდივარ, რომ რამის მეშინია და რამის დამტკიცებას ვაპირებ, ვერაფერს დავამტკიცებ ეს ვიცი. ეს რა ფორმაა, რა სასამართლოა, რა პროკურატურაა, როცა ვამბობთ, ჯერ მოსამზადებელი სხდომები რომ იყო, წერილი მივიღეთ წერილი, დაიბარეთ წულუკიანი და ჰკითხეთ, თვითონ მოაწერა ამ წერილს ხელი, არ მოაწერა, მაგრამ ამდენი ხანი მარტო მე მატარებთ ამ სასამართლოში იმისათვის, რომ ბოლოს გამოიტანოთ განაჩენი და ხალხს უთხრათ, რომ ისინი დეპუტატები არიან, ე.წ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან... ამიტომ, გიმეორებთ, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, მოისმინოს საზოგადოებამ წულუკიანის მხარე [...]. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ წავალ და დამიჭირეთ.

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები