MEGOBARI აქტი

რაუფოღლუ: სენატმა მიიღო კანონი, რომელიც "რუსულ ოცნებას" პასუხისმგებლობას დააკისრებს

Foreign Press USA-ის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო.

ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

"ამ წუთებში! აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, მიიღო ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმისა და მომიტინგეებზე ძალადობის გამო, საქართველოს "რუსული ოცნების" ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობას დააკისრებს". – წერს რაუფოღლუ.

დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ,  უახლოეს დღეებში დაიწყება

კომენტარები