ძველი მეთოდია, რომ ამ საყოველთაო პროტესტის პირობებში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალ სამყაროში ჩვენი ადგილის ბედს ეხება, ფოკუსის გადატანა უნდათ ისევ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციასა და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე. ამიტომ, ერთადერთი პასუხი, რაც ამაზე ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს, არის დაცინვა [...]
საკუთარ მომხრეებსაც დასცინიან, ჯერჯერობით ჩემთვის რომ არ დაუძახიათ. წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს იბარებენ იმისთვის, რომ ყველა ერთ ქვაბში მოხარშონ. ამიტომ, ველოდები, რომ დამიძახებენ და მერე იგივეს ვეტყვი, რასაც ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი თუ მოქალაქე ეუბნება, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის კლოუნადაში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღოს.