აშშ-რუსეთი

კომერსანტი: 13 მარტს პუტინი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდება

რუსული მედია Коммерсант-ი საკუთარი ინფორმაციით წერს, რომ 13 მარტს ვლადიმირ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება.

კომერსანტის კორესპონდენტის, ანდრეი კოლესნიკოვის ინფორმაციით, პუტინი უიტკოფს მას შემდეგ შეხვდება, რაც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრას დაასრულებს.

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში უიტკოფი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.

ამავე დღეს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია, თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებულები არ არიან.

კომენტარები