რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უშაკოვი: ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებულები არ ვართ, ეს იქნება ამოსუნთქვა უკრაინისთვის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, იური უშაკოვი

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის თქმით, კრემლი დროებითი ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ მან Россия-1-ის ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირებაა, სწორედ ამისკენ ვისწრაფვით – მშვიდობიანი გადაწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებსა და ყველასთვის ცნობილ შეშფოთებებს. გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც მშვიდობიანი პროცესის იმიტაციას წარმოადგენს, ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, არავის სჭირდება". - თქვა უშაკოვმა.

ამასთან, უშაკოვის თქმით, მან გუშინ, სატელეფონო საუბრისას რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს, მაიკ უოლცს გააცნო.

"მე წარვადგინე ჩვენი პოზიცია, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა სხვა არაფერია, გარდა უკრაინული სამხედროებისთვის დროებითი შესვენებისა". - თქვა უშაკოვმა.


11 მარტს, საუდის არაბეთში უკრაინასა და აშშ-ს დელეგაციების მოლაპარაკების შემდეგ, რომელზეც კიევი მზაობა გამოხატა ვაშინგტონის წინადადებაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული".

ჯიდაში შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი წარმომადგენლები რუსეთში გაემგზავრებოდნენ.

დღეს, 13 მარტს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი შესაძლოა დღესვე შედგეს.

კომენტარები