დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

მღებრიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ გადატეხილია პრობლემა, სირთულეებს აღარ ველოდებით

დღეს იყო ყველაზე კრიტიკული და რთული დღე. დღეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გადატეხილია პრობლემა. სულ რამდენიმე სოფელია, რომელშიც ჯერჯერობით კიდევ ვერ მოხდა შეღწევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია შიგნით არსებულ სიტუაციაზე, ამ მხრივ ბოლომდე ვფლობთ ინფორმაციას და ვაკონტროლებთ სიტუაციას.

სირთულეებს აღარ ველოდებით. ძირითადი კრიტიკული დღე იყო დღეს. ხვალ უკვე როგორც ცენტრალური მაგისტრალის გასუფთავება და გაწმენდა, ასევე, ის მიუწვდომელი სოფლები ბოლომდე იქნება დაძლეული.

საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორი თემურ მღებრიშვილი TV იმედს გურიიდან ჩაერთო.

კომენტარები