დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

კობახიძე: გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია

გურიაში, მთლიანობაში, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია. ყველა დასახლებულ პუნქტთან კომუნიკაცია მყარდება. რამდენიმე შემთხვევაა, სადაც გუშინდელი დღიდან კომუნიკაცია შეიზღუდა და იქ მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ [...]

10 000-მდე აბონენტია დარჩენილი, ვისაც ელექტროენერგია დღემდე არ აქვს. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად წარიმართება [...] სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. 

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გურიაში, ჟურნალისტებთან საუბარში. 

კომენტარები