საზოგადოება იმედიანად უნდა იყოს. ეს არის უსაფრთხოების საკითხი. როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, დაახლოებით, ეს იმის ანალოგიურია, როცა ომი არსებობს. ამას რატომ ვიძახი - არსებობენ ადამიანები, ვინც ასეთ სიტუაციაში დეზინფორმაციას ეწევიან, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა. 1 კვირის განმავლობაში ვხედავთ, როგორ მუშაობენ. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებშია, ხომ? მაქსიმუმს აკეთებენ, რა შესაძლებლობაც არსებობს. სტიქიისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია, როგორ რეაგირებ [...]
მთავარია, კომუნიკაცია ყველა ადამიანთან იყოს და ყველაფერი რიგზე იქნება [...] რაღაც პრეტენზიები, შეიძლება, ნებისმიერ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ერთმანეთს მხარში რომ უნდა დავუდგეთ, მე მგონი, ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის.





