დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

ნაკაიძე: წინააღმდეგი ვიქნები, 4 დღის გამო 10-20 მილიონიანი ტეხნიკა ვიყიდოთ

იყო წუხილი, ელემენტარული კომფორტი არ ჰქონდა ხალხს: მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამისათვის ილანძღებოდა ზოგიერთები სოციალურ ქსელში. მათ მინდა ვუთხრა, რომ თქვან, რატო არ იყიდეს ეს, რატო არ იყიდეს ეს...

წინააღმდეგი ვიქნები, რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ ჩვენ 10-20 მილიონიანი ტეხნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილად და კიდე მისი შენახვისთვის ვიხადოთ ხარჯები. ეს არის არასწორი, ამას ყველა აუდიტი დაგიწერს, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რასაც ვაკეთებთ ჩვენ.

თქვა ქართული ოცნების საკრებულოს წევრმა ბათუმში, ზურაბ ნაკაიძემ. სტილი დაცულია.

კომენტარები