დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

მდინარაძე სტიქიაზე: დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, საბოლოო ჯამში, ყველგან მივდივართ

ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება და შველა სჭირდება - მაქსიმალური კეთდება. არის რაღაც მომენტები და უკაცრავად ყველასთან ამ შეფერხებისთვის, როცა მაშველებსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საათები სჭირდებათ, რომ გზა ფიზიკურად გაკვალონ და ისე გამოიყვანონ მოსახლეობა სტიქიის ზონიდან. მაგრამ, ამის გარდა, თუკი სადმე შესაძლებელია მძიმე ტექნიკითა და ცოცხალი ძალით მისვლა, ყველგან მივდივართ და პრაქტიკულად, შეუძლებელიც არაფერია, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, დროის ფაქტორია. დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, საბოლოო ჯამში, ყველგან მივდივართ. 

თქვა საქართველოში მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები