ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა Bybit-ის სისტემიდან $1.5 მილიარდის ოდენობის კრიპტოვალუტა მოიპარეს

სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟის, Bybit-ის სისტემიდან $1.5 მილიარდის ოდენობის კრიპტოვალუტა მოიპარეს.

არსებული ინფორმაციით, ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ამ ერთი თავდასხმით იმაზე მეტი თანხა მოიპარეს, ვიდრე 2024 წელს ჯამში. 

კიბერექსპერტების მოსაზრებით, ძარცვის უკან დგას ცნობილი Lazarus Group რომელმაც წარსულშიც არაერთ მსხვილ კორპორაციაზე მიიტანა შეტევა და მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია.

ჯგუფი ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია 2014 წელს Sony-ზე ჰაკერულ თავდასხმაში, რის შედეგადაც ჰაკერებმა საჯაროდ გაავრცელეს კომპანიის ხელმძღვანელების ელექტრონული ფოსტები და სხვა პირადი ინფორმაციები. მიზეზი კომპანიის მიერ გადაღებული ფილმი The Interview იყო, რომლის მთავარი პერსონაჟი ჩრდილოთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინია. 

ყოვლისმომცველი სანქციების პირობებში ჩრდილოეთ კორეისთვის ჰაკერული ჯგუფებით უცხოური ვალუტის მოპარვა ჩრდილოეთ კორეის მმართველი რეჟიმისა და ბირთვული პროგრამის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 

კომენტარები