ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ მაისის შემდეგ პირველად ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

EPA

ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. ფხენიანმა პროვოკაციული ნაბიჯი სამხრეთ კორეაში აზიის ლიდერების სამიტის წინ გადადგა. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, ი ჯე მიონის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები პირველად გაისროლა, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ი ჯე მიონი და ტრამპი კიმ ჩენ ინთან სამმხრივ შეხვედრას განიხილავენ. 

არსებული ინფორმაციით, რაკეტებმა დაახლოებით 350 კილომეტრი იფრინეს და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ჩამოვარდნენ.

კომენტარები