ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში რამდენიმე, სავარაუდოდ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.
ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები ფხენიანის ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაისროლა.
გარდა სამხრეთ კორეისა რაკეტების მოძრაობა იაპონიის სანაპირო დაცვამაც შენიშნა, თუმცა პრემიერმინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ აღნიშნა, რომ ისინი იაპონიას საფრთხეს ვერ შეუქმნიდნენ.
"ასეთი ბალისტიკური რაკეტების გასროლა ასევე არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის მძიმე პრობლემას წარმოადგენს. იაპონია გმობს ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს" – წერია იაპონიის განცხადებაში.





