ევროპული პარლამენტი ნამდვილად მიუთითებს რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის ერთპარტიული პარლამენტი და ეს არის "ქართული ოცნების" პარლამენტი და სანქციები უნდა დაეკისროს ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე, ეს უნდა იყოს მათ შორის ივანიშვილიც.
ევროპულმა საბჭომ სანქციები უნდა დააკისროს ყველას, ვინც ატარებს რეპრესიებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
უნდა იყოს სანქციები და არ აღიარება არჩეული პარლამენტისა - ეს არის ორი ძირითადი გზა ახალი არჩევნების მისაღწევად.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არის ერთადერთ ლეგიტიმური წარმომადგენელი საქართველოში, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არჩევნების ჩატარებას.