ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სასამართლომ ნენსი ვოლანდი (ქრისტინე ბოტკოველი) 5 000 ლარით დააჯარიმა

რეჟიმის სასამართლომ ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორი ნენსი ვოლანდი (ქრისტინე ბოტკოველი) 5 000 ლარით დააჯარიმა - მას 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. 

1 თებერვალს შსს-მ დღეს ჩხრეკები სხდასხვა ლოკაციაზე ჩაატარა. გაჩხრიკეს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლების ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლები. 

აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის სახლშიც დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები