რუსული რეჟიმი

შსს: ჩხრეკები ჯგუფური ძალადობისა და მოქმედების ორგანიზების საქმეზე მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ლოკაციაზე ჩხრეკა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა", - უთხრეს ტაბულას შსს-ში.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლების ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლებში. მეგობრების ინფორმაციით, ასევე დააკავეს აქტივისტი ისაკო დევიძე დაკავებამდე, მისი სახლიც გაჩხრიკეს.

კომენტარები