რუსული რეჟიმი

ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებლები წერენ, რომ მათ სახლებში პოლიცია მივიდა

ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლები ნენსი ვოლანდი და ილია ღლონტი სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათ სახლებში პოლიციაა მისული. 

"ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო" - დაწერა ნენსი ვოლადნმა. 

მოგვიანებით, იგივე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ილია ღლონტმაც - "ჩემთანაც პოლიციაა მოსული!" - წერს ღლონტი.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ჯგუფი დაიტოვე  აქტიურადაა აქციების ორგანიზების პროცესში ჩართული.

ტაბულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. 

კომენტარები