მზია ამაღლობელის საქმე

გვარამია: ვითხოვთ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ კონსილიუმი შეიქმნას

კოალიცია ცვლილებისთვის ივანიშვილის მთავრობის ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებისგან მოითხოვს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის საკითხზე კონსილიუმი შეიქმნას. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

"ამ დროისთვის, ჩვენ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით და ეს შიმშილობის საერთაშორისო პროტოკოლს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში, ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები უბრალოდ ვალდებულები არიან, რომ ამაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ორმა სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურისა და მზია ამაღლობელის მხარის ჩართულობით, ე.წ. კონსილიუმის ფორმირება მოახდინოს, რომელიც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღე შეგვატყობინებს". - თქვა გვარამიამ.

ასევე, ნიკა გვარამიას თქმით, აუცილებელია, რომ მზია ამაღლობელი დაზარალებულად დროულად სცნონ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს: - დაზარალებულად ცნობის დადგენილება დროზე გამოიტანეთ, რომ ამ საფუძვლით, მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ნებისმიერი სხვა ფორმით შეცვლის მოთხოვნით მიმართოს [...] პროკურატურას კი ამის გაკეთება ყოველგვარი დადგენილების გარეშე, თავად შეუძლია. და საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებ, რომ ეს გააკეთონ, რომ პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს და ასევე, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული". - ამბობს გვარამია.

მე-16 დღეა, მზია ამაღლობელი შიმშილობს. 

22 იანვარს მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს


მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა

კომენტარები