რეჟიმის მთავრობის ადმინისტრაციასთან ივანიშვილის წარმომადგენლების სხდომის პარალელურად ჟურნალისტები ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები 3 საათზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივლენ, სადაც ამაღლობელის საქმეზე გაიმართება ბრიფინგი. 5 საათზე ჟურნალისტები გადაინაცვლებენ სპეცაილურ საგამოძიებო სამსახურთან, სადაც უწყების ხლმძღვანელ კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა სამსახურმა გამოძიება "დაუყოვნებლივ დაიწყოს მზიას მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე".
"დღეს, 11 საათზე მზია ამაღლობდელის კოლეგები მოვედით მთავრობის ადმინისტრაციასთან. ქართული ოცნების მთავრობის სხდომის პარალელურად, აქედან გვინდოდა, რომ გაგვეგონებინა ჩვენი ხმა და მოთხოვნები. ვითოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! დღეს 3 სათზე საია-ში გაიმართება ბრიფინგი, მზიას საქმესთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს ახალ დეტალებს. 5 საათზე მზიას კოლეგები მივალთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, კოკა კაციტაძის უწყებასთან და მოვითხოვთ მასთან შეხვედარას, რადგან ჩვენი მოთხოვნაა, სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მზიას მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება, საჯარო იყოს ყველა დეტალი და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს" - ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.