პაკისტანი

პაკისტანის სასამართლომ ყოფილ პრემიერმინისტრს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Arif Ali/AFP/Getty Images

პაკისტანის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინსტრი და კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონი, იმრან ხანი კორუფციაში დამნაშავედ სცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ყოფილი პრემიერმინისტრი განაჩენის გამოტანის შემდეგ დააკავეს. მასთან ერთად, სასამართლომ დამნაშავედ სცნო მისი ცოლი, ბუშრა ბიბი და მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მიხედვით, ხანმა და მისმა ცოლმა უძრავი ქონების მსხვილი ბიზნესმენისგან, მალიკ რიაზისგან გათეთრებული ფულის სანაცვლოდ საჩუქრად მიწა მიიღეს. პროკურორების მტკიცებით, ყოფილმა პრემიერმა შემდეგ საშუალება მისცა ბიზნესმენს, მისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმები მისთვის მიცემული $240 მილიონის ოდენობის გათეთრებული ფულით გადაეხადა. 

იმრან ხანი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ საქმე მის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით შეკერეს. 

 

კომენტარები