პაკისტანი

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას, სულ მცირე, 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა

aa.com.tr

პაკისტანის არმიის განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ ვაზირისტანში ავღანეთის საზღვართან ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას, სულ მცირე, 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 3 მშვიდობიანი მცხოვრები კი დაშავდა.

არმიის განცხადების თანახმად, 3 მშვიდობიან მცხოვრებს შორის 2 არასრულწლოვანი იყო, ერთი კი ქალი.

AFP საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტი მანქანით სამხედრო ავტოკოლონას შეეჯახა. 

პაკისტანის არმიის ცნობით, ტერაქტის შემდეგ რეგიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 14 ტერორისტი მოკლეს.

ქვეყნის პრემიერმა, შეჰბაზ შარიფმა თავდასხმა დაგმო და "ლაჩრულ აქტად" მოიხსენია. 

პაკისტანის არმიის მეთაურმა, ასიმ მუნირმა განაცხადა, რომ პაკისტანის შიდა სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს სწრაფი პასუხი გაეცემა. 

პაკისტანის ხელისუფლება თავდასხმის მოწყობაში პაკისტანის თალიბანს (TTP) ადანაშაულებს, რომელსაც, მათი თქმით, საწვრთნელი ბანაკები ავღანეთში აქვს. თალიბანი ბრალდებებს უარყოფს. 

AFP-ის მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან დრემდე პაკისტანში ავღანეთის საზღვართან მომხდარი თავდასხმების შემდეგად დაახლოებით 290 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები