პაკისტანი

პაკისტანის სამხრეთში მდებარე ციხიდან, მიწისძვრის დროს 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

პაკისტანის სამხრეთით, ქალაქ კარაჩიში მდებარე მალირის ციხიდან, მიწისძვრის დროს 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

შემთხვევა გუშინ, 2 მაისს მოხდა - რყევების დროს პატიმრებმა საკნების ლუქები გატეხეს და ფანჯრებიც ჩალეწეს - მალირის ციხე სამხ.პაკისტანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პენიტენციური დაწესებულებაა, რომელიც 6 000-მდე პატიმარს იტევს. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 80 პატიმრის დაჭერა და ციხეში დაბრუნება მოახერხა, თუმცა 130-ზე მეტ პატიმარს, ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევისას ერთი პატიმარი დაიღუპა, ხოლო 2 ბადრაგი დაშავდა.  

კომენტარები