ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შუშანა მაცაბერიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

პარტია დროას წევრ შუშანა მაცაბერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მაცაბერიძე რეჟიმის სამართალდამცავებმა 12 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 

მაცაბერიძის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი. 

"ადგილი ჰქონდა, მათ შორის, თმებით თრევას. ასევე იყო მუქარა, რომ თუ არ გავჩერდებოდი, უფრო მეტად დამსჯიდნენ". - თქვა მაცაბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

როგორც მაცაბერიძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, მისთვის მიუღებელია, როდესაც "პოლიციელი ძალადობს მოქალაქეებზე და იჭერს სრულიად უკანონოდ". 

"ჩემი აზრით, როდესაც პოლიციელი ძალადობს მოქალაქეებზე და იჭერს სრულიად უკანონოდ, იჭერს იმის გამო, რისი უფლებაც აქვს მოქალაქეს, რომ განახორციელოს, როდესაც პოლიციელი მოქალაქის უფლებას კი არ იცავს, პირიქით, ფეხქვეშ თელავს, ეს ფაქტი ჩემთვის არის ნაბი*ვრობა. სწორედ ამიტომ, როდესაც [ირაკლი] დგებუაძე [აჭარის პოლიციის უფროსი] აქციაზე დავინახე, დავუძახე და ვუთხარი, რომ ის არის ნაბი*ვარი. და ამას ყოველთვის გავაკეთებ, ყველგან, როდესაც ამის საშუალება მომეცემა". - თქვა მაცაბერიძემ. 

ცნობისთვის, 12 იანვარს, რეჟიმის სამართალდამცავებმა ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი ადმინისტრაციული წესის 166-ე 173-ე მუხლებით დააკავეს. 

კომენტარები