თვითმფრინავის ჩამოვარდნა ყაზახეთში

ალიევი: პირველი სამი დღე ჩვენ რუსეთისგან არაფერი მოგვისმენია, გარდა ბოდვებისა

სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში ჩვენ რუსეთისგან არაფერი მოგვისმენია, გარდა ბოდვითი ვერსიებისა[...] ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც გული დაგვწყვიტა და გაგვაკვირვა, ის იყო, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა ერთ-ერთ ვერსიად გაზის ბალონის აფეთქება წამოაყენეს. ეს აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ რუსეთის მხარეს სურდა საკითხის მიჩუმათება, რაც, რა თქმა უნდა, უპატივცემულობაა

თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰან ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში

25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი. 

კომენტარები