მოლდოვა-რუსეთი

რუსეთმა მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონისთვის განკუთვნილი გაზის მიწოდება შეუწყვიტა

Bloomberg

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Газпром 2025 წლის 1 იანვრიდან მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონს "გადახდის ვალდებულებების შეუსრულებლობის" გამო გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

Газпром-მა Moldovagaz "მოქმედი კონტრაქტის გადახდის ვალდებულებების რეგულარულ შეუსრულებლობაში" დაადანაშაულა, რაც, Газпром-ის განცხადების თანახმად, "ხელშეკრულების პირობების არსებითი დარღვევაა".

რუსული ენერგოკომპანიის პრესრელიზში წერია, რომ ენერგოკომპანია 2025 წლის 1 იანვარს, მოსკოვის დროით 08:00 საათზე, მოლდოვას "გაზის მიწოდებას დღეში ნულ კუბურ მეტრამდე შეზღუდავს".

მოლდოვის პრემიერმინისტრმა დორინ რეჩანმა Газпром-ის გადაწყვეტილება დაგმო და აღნიშნა, რომ რუსეთი ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს: 

"ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს კრემლის განზრახვას, დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობა ზამთრის შუა პერიოდში განათებისა და სითბოს გარეშე დატოვოს.

რუსეთი ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს და ამით მძევლებად აქცევს დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობას, რომელსაც უკანონოდ განთავსებული ჯარის მეშვეობით აკონტროლებს.

მთავრობა მკაცრად გმობს ამ ჩაგრულ მეთოდებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ აღიარებს არანაირ ე.წ. ვალს, რომელიც საერთაშორისო აუდიტის მიერ ბათილად იქნა მიჩნეული" - წერს მოლდოვის პრემიერმინისტრი თავის სოციალურ ქსელში.

კომენტარები