გიორგი გახარია

გახარია: პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა

პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მითუმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა.

პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს.

ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული.

უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი.

1. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი!
2. დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი! 

წერს კოალიცია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

გუშინ, 25 დეკემებერს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უთხრაა, რომ ოპოზიციური კოალიციები მზად არიან 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში დარჩნენ.

კომენტარები