გიორგი გახარია

გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური

ჩვენ გაცხადებული გვაქვს, მეც ასე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში, არ ვთვლი სწორად მის ჩამოსვლას, ამას თავის დრო ექნება და ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, დღეს გახარიას ჩამოსვლა ამ მოცემულობაში, ნამდვილად იქნება არარელევანტური.

გახარია დღეს, ფაქტობრივად, ეწევა იმ ზიანის გამოსწორებას, რასაც ქართული ოცნება სჩადის, გახარიას აქვს მაღალი დონის შეხვედრები. როდესაც შეიკრიბნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით, გახარიას ფაქტორმა ეს ვადები გადაწია.

ამ დღეებში, გასულ კვირას გახარიას ჰქონდა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან შეხვედრები, რომლებიც არიან სოციალისტურ ჯგუფში და ფრაქციებში გაწევრიანებულები, გერმანიაში, საფრანგეთში, სხვადასხვა ქვეყნებში ის დადის, ბრიტანეთშიც დადის, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებშიც დადის. არის რაღაც შეხვედრები, რომლებზეც ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, არის შეხვედრები, რომლებსაც საჯაროდ ვამბობთ.

ამ ფაქტმა უფრო მეტი კარი გააღო გახარიასთვის, უფრო უსმენენ.

თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები